ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი 2021 წლის 22 ნოემბერს ჩაატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის ცნობილი მკვლევარის, ესეისტის, პოეტის პროფესორ ზურაბ კაკაბაძის დაბადებიდან 95-ე წლისთავს.
კონფერენცია გაიხსნება 22 ნოემბერს, 11 საათზე, ზუმის პლატფორმაზე. პერსონალური ID 7132438344, კოდი: 7777.